COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბეღლეთის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
26-03-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის, ნადიმ ართმელაძის სახელობის ბეღლეთის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. სასწავლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203