ზედა განთიადის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
26-03-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზედა განთიადის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

„კორონავირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული, გამონაკლისს არც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლა წარმოადგენს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. სასწავლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203