ზედა აჭყვის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
26-03-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზედა აჭყვის საჯარო სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. სასწავლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.