მუხურის თემის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო
26-03-2020

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, მუხურის თემის საჯარო სკოლა, მიუხედავად ტექნიკური სირთულეებისა, დისტანციური სწავლების პროცესში ჩაერთო.

„მასწავლებლები ვცდილობთ, გაგვიადვილდეს ახალ ონლაინ სივრცეში ორიენტირება. მიუხედავად ჩვენი მონდომებისა და მოტივაციისა, გამოიკვეთა რიგი პრობლემები: ვერ ვახერხებთ მთელი კლასის ჩართვას: ბევრ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტწვდომა. ასევე, გვაფერხებს ინტერნეტის დაბალი სიჩქარე.

გეტყვით, რომ ვცდილობთ, პროგრამა Teams-ს ავუწყოთ ფეხი, ეს პლატფორმა მეტ შესაძლებლობებს იძლევა დისტანციური სწავლების დროს, თუმცა ამ პორტალით სარგებლობისას ვერ ავცდით ტექნიკურ პრობლემებს.
გვჯერა, ეს პერიოდი მშვიდობით გადაივლის“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203