„ვისხდეთ სახლში, მაგრამ ვაკეთოთ საქმე“ - ქობულეთის N2 სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
26-03-2020

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ. ისინი სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამას იყენებენ, რომ მოსწავლეებს საჭირო ცოდნა მიაწოდონ.

„დღეს, ამ უმძიმეს ვითარებაში, დიდი გამოწვევის წინაშე დავდექით, სკოლა, პედაგოგები და მოსწავლეები დილემის წინაშე აღმოვჩნდით, ამიტომ, მიმაჩნია, რომ საქმე, მიუხედავად რთული ვითარებისა, მაინც უნდა გავაგრძელოთ, მართალია, დღეს დისტანციურად გვიწევს მუშაობა, ეს ხომ დასაწყისია?! ამიტომაც ბევრი სირთულეც მოჰყვა ვირტუალურ გაკვეთილებს... მაინც ვეჭიდებით, ვცდილობთ, თითქმის ყველა პედაგოგმა იპოვა გამოსავალი - ინტერნეტწყარო საგაკვეთილო პროცესის წარსამართავად:  teams, zoom, facebook. თითოეული პედაგოგი გრძნობს სკოლის დირექციის მხარდაჭერას, კეთილგანწყობას და ეს მოტივაციის შესაშური წყაროცაა. მთავარი მაინც ის არის, რომ ხვდები, საქმე წინ მიდის, „გაკვეთილი ტარდება"(მართალია, ყველა მოსწავლე ვერ გერთვება), ყოველ ჯერზე ახალს ვსწავლობთ ამ რეჟიმში მუშაობისას და ბავშვივით ხარობ შენს პროფესიას რომ ამართლებ...ვისხდეთ სახლში, მაგრამ ვაკეთოთ საქმე...“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203