გორის N9 საჯარო სკოლა ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა
26-03-2020
ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის N9 საჯარო სკოლა, ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ-სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

პედაგოგები აქტიურად იყენებენ „თიმსის“ პროგრამას, ატარებენ ვიდეოგაკვეთილებს, მუშაობენ ონლაინ-ჯგუფებში, სადაც ​სწავლა-სწავლების პროცესი მშობლების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. 

„სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში, რაც საშუალებას გვაძლევს, აქტიურად გამოვიყენოთ ყველა ის ადამიანური და მატერიალური რესურსი, რომელიც სკოლას გააჩნია“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, სწავლების ასეთი ფორმა მოსწავლეებში დიდი მოწონებით სარგებლობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203