ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
26-03-2020

გორის მუნიციპალიტეტის ბერშუეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

„სამინისტროს რეკომენდაციით, გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. ამჟამად, ყველა პედაგოგი და სკოლის მოსწავლეების 80% დარეგისტრირებულია პროგრამა „Teams-ში“. შეძლებისდაგვარად ვახერხებთ „თიმსში“ მუშაობას.

კლასში რიცხობრივად  5-6-9-15 მოსწავლე ირიცხება, საიდანაც სამ-ხუთ მოსწავლესთან მაინც გვაქვს კომუნიკაცია და ვიდეო-გაკვეთილები პროგრამა „Teams-ში“. რომელი მოსწავლეც ვერ ერთვება აღნიშნულ პროგრამაში, მას ყველა პედაგოგი უკავშირდება სოციალური ქსელით, ელექტრონული ფოსტით ან ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით და ატარებენ გაკვეთილებს. მშობლებისგანაც ვგრძნობთ გვერდში დგომას, რამეთუ უზრუნველყოფენ შვილებს ინტერნეტის საკითხს“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203