დიცის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
26-03-2020

გორის მუნიციპალიტეტის დიცის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სწავლება მიმდინარეობს „ფეისბუქში“ შექმნილი ჯგუფების ან სატელეფონო კავშირების საშუალებით, რადგან ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203