ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
26-03-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დასუფთავდა შენობა და ინვენტარი. სკოლის წარმომადგენლის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება პერიოდულად გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, ამ ეტაპზე კი სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203