ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
25-03-2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. სასწავლო დაწესებულებებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.