ონარიის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
25-03-2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ონარიის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორია, როგორც შენობა, ასევე, ეზო, საკლასო ოთახები და სასკოლო ინვენტარი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203