COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დიდი რიყეთის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
25-03-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის, დიდი რიყეთის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. ამ პერიოდში ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.