„ერთად ვებრძოლოთ ტუბერკულოზს“ - ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს ვიდეომიმართვა მიუძღვნეს
25-03-2020
ხობის მუნიციპალიტეტის, ხამისკურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ინფორმაცია ინტერნეტით მოიძიეს, პოსტერები შექმნეს, ვიდეორგოლი მოამზადეს და სოციალური ქსელში გაავრცელეს.
„ერთად ვებრძოლოთ ტუბერკულოზს“ - ასეთია მოსწავლეების ვიდეომიმართვის მთავარი გზავნილი.
ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 24 მარტს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1882 წელს, გერმანელმა მეცნიერმა, რობერტ კოხმა, ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა.