
კასპის მუნიციპალიტეტის მეტეხის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
მასწავლებლები მოსწავლეებთან დასაკავშირებლად იყენებენ ყველა საკომუნიკაციო საშუალებას. ზოგიერთი „მესენჯერს“, ზოგი კი - „თიმსის“ პროგრამას.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, არიან მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტი არ აქვთ და ასეთ შემთხვევაში ტელეფონით ხდება კომუნიკაცია და დისტანციურად სწავლება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, გაკვეთილები კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტო