
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასაშის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.
სადეზინფექციო სამუშაოები სკოლაში 6 მარტს შესრულდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორია, როგორც შენობა, ასევე ეზო და სასკოლო ინვენტარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში არდადეგები გახანგრძლივდა, გაკვეთილები კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები