გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
25-03-2020

გორის N4 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მასწავლებლები იყენებენ ნაწილობრივ „თიმსის“ პროგრამას, ასევე „მესენჯერს“ და „ზუმს“. 

ონლაინ-გაკვეთილებმა მოსწავლეებისგან მოწონება დაიმსახურა. მასწავლებლები მათ უკავშირდებიან და დავალებებს დისტანციურად აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სკოლები კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203