„ჩვენი მიზანია მოსწავლეები არ დარჩნენ განათლების გარეშე“ - კალინინოს  საჯარო  სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
25-03-2020

გარდაბნის  მუნიციპალიტეტის, კალინინოს  საჯარო  სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.                                         

"მასწავლებლებმა მოსწავლეებთან შევქმენით watsapp  ჯგუფი და კვირის განმავლობაში ვართ დაკავებული. აქვე მინდა ვთქვა, რომ დაბალი კლასების ბავშვები უფრო მეტად აქტიურები არიან.

ჩვენი მიზანია რომ, მოსწავლეები არ დარჩნენ განათლების გარეშე", - წერს სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი, მურად   ემინოვი.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სწავლა შეწყვეტილია და მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინრეჟიმში უტარდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203