ტოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
25-03-2020
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ტოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

„დისტანციური სწავლების დანერგვის მცდელობა ძალიან კარგია, რადგან, ვთვლი, რომ ონლაინ პროექტები ხელს შეუწყობს კითხვისა და ინფორმაციის ძიების კულტურის განვითარებას მომავალ თაობებში, ჩემი სკოლის მიზანია, საღად მოაზროვნე მოქალაქის აღზრდა და ვიმედოვნებ, რომ თქვენი პროექტი დამეხმარება
მიზნის მიღწევაში. 

ჩვენ ხელთ არსებულ რესურსებს თემში წარმოადგენს მობილური ტელეფონები და რამოდენიმე მოსწავლის ოჯახში ლეპტოპებიც. ამ ეტაპზე ჩვენი მუშაობა შემოიფარგლება ბავშვებთან სატელეფონო საუბრებით, კლასგარეშე ლიტერატურის (ესგ-ის სტანდარტზე მორგებული) მითითებით, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას, არამედ საბუნებისმეტყველო საგნებსაც. 

მოსწავლეებთან ვგზავნით ტესტებს ცოცხალი რესურსის სახით, რასაც უკან ვიბრუნებთ. მზად ვართ ჩავერთოთ ონლაინ სწავლებაში. გავითვალისწინებთ ყველა იმ სირთულესაც, რაც ახლავს ონლაინ რეგისტრაციას საწყის ეტაპზე. ჩვენ არ გვეშინია სიახლეების“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203