გუბისწყლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
25-03-2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გუბისწყლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ონლაინ-სწავლება მიმდინარეობს „თიმსის“ პროგრამაში, რომელშიც ჩართულია სკოლის ყველა მასწავლებელი და მოსწავლე.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სწავლა შეწყვეტილია და მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინრეჟიმში უტარდებათ.