მერისის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
25-03-2020

ფრიდონ თურმანიძის სახელობის, ქედის მუნიციპალიტეტის, მერისის საჯარო სკოლა ორი კვირაა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

„არის რიგი ხარვეზები, თუმცა მოსწავლეთა თითქმის სრულ რაოდენობას მიეწოდება ინფორმაცია მასწავლებლების მიერ. ძირითადად გამოყენებულია facebook გვერდი და zoom, ასევე მცირე ნაწილი იყენებს teams-საც და მოსწავლეთა 3-4% სატელეფონო საშუალებით ამყარებს კონტაქტს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სწავლა შეწყვეტილია და მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინ-რეჟიმში უტარდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203