დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
25-03-2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
ამჯერად ქართული ენის მასწავლებელმა, ფატმან ლაკლაკიშვილმა, მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის აპლიკაცია Viber გამოიყენა.
საგაკვეთილო პროცესი ონლაინ-რეჟიმში მოსწავლეთა აქტიურობით წარიმართა.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სწავლა შეწყვეტილია და მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინრეჟიმში უტარდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს