ჩორჯოს საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ
25-03-2020
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჩორჯოს საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციურ სწავლებაში აქტიურად ჩაერთვნენ.

„ვინაიდან მოსწავლეთა და ასევე, მასწავლებელთა ნაწილს სახლის პირობებში არ გვაქვს კომპიუტერი, ამ ეტაპისთვის ვახორციელებთ შემდეგ ღონისძიებებს: ტელეფონის საშუალებით ვთანამშრომლობთ მშობლებთან, მოსწავლეებთან, ვაძლევთ ახალ გაკვეთილს, მოსწავლე წერილობით ამუშავებს ახალ გაკვეთილს, სტრატეგიით - 1.რა ვიცოდი, 2.რა გავიგე, 3.რა მინდა ვიცოდე.

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, დავალებებს აქვს ის რიცხვი მითითებული, რომელ რიცხვშიც იმეცადინა მოსწავლემ. დავალებას წერილობითი სახით გვიგზავნის ტელეფონის საშუალებით, მასწავლებელთა ნაწილი კი კომპიუტერის საშუალებით უკავშირდება მოსწავლეებს და ახერხებს ონლაინჩართვას. მოსწავლეებს ვაძლევთ კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას", - წერს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203