ერისიმედის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
25-03-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერისიმედის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

თუმცა, სკოლის წარმომადგენლის თქმით, საკომუნიკაციო საშუალებების სიმცირისა და ზოგიერთ შემთხვევაში, არ არსებობისა მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეებთან დაკავშირება.

„დისტანციური სწავლება არის საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის ქსელის გამოყენება სასწავლო პროცესში, ეს არის დამხმარე ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შეავსოს ტრადიციული სწავლება. ელექტრონული სწავლების კომპონენტების დანერგვა მიზნად ისახავს  სწავლების ხარისხის ამაღლებას და მისი ეფექტურობის ზრდას.

ესაა განმარტება იმ მეთოდისა, რომლის დანერგვასაც ვცდილობთ დღევანდელი საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს საჯარო სკოლებში. ამ გამოწვევას ერისიმედის საჯარო სკოლაც უერთდება, მაგრამ საკომუნიკაციო საშუალებების სიმცირისა და ზოგიერთ შემთხვევაში, არ არსებობისა მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეებთან დაკავშირება.

ჩვენ ძირითადად Facebook-ის მეშვეობით ვუკავშირდებით მოსწავლეებს, მაგრამ ესეც ძალიან დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ერისიმედის საჯარო სკოლისათვის დისტანციური სწავლება ისეთი შედეგის მომცემი ვერ აღმოჩნდება, როგორ ტრადიციული სწავლება“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203