ალმატის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ-გაკვეთილები უტარდებათ
25-03-2020

ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის ალმატის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს დისტანციური სწავლება.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ონლაინ-სწავლება, ძირითადად, Facebook-ის საშუალებით მიმდინარეობს. ხელმძღვანელებმა კლასების მიხედვით შექმნეს ჯგუფები, რომლის საშუალებითაც ტარდება ონლაინ-გაკვეთილები, ბავშვებს ეძლევათ დავალებები.

„მასწავლებლები აწვდიან, როგორც სიტყვიერ, ასევე წერილობით უკუკავშირს შესრულებული დავალების მიხედვით. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მოსწავლეს არ მიუწვდება ინტერნეტთან ხელი რიგი პრობლემების გამო (ფინანსური მდგომარეობა, სუსტი ინტერნეტი და სხვა), ასეთ  მოსწავლეებთან კი ვამყარებთ მობილურ კომუნიკაციას შეძლებისდაგვარად“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგნელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203