ჩორჯოს საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
24-03-2020
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჩორჯოს საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დეზინფექცია საგანმანათლებლო დაწესებულების შენობას სრულყოფილად ჩაუტარდა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203