კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით​, ქერეს საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
24-03-2020
გორის მუნიციპალიტეტის, ქერეს საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათი სკოლის შენობა სადემონტაჟოა და დროებით მერეთის საჯარო სკოლის შენობას იყენებენ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203