ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე დისტანციურად აღნიშნეს
24-03-2020
წალკის მუნიციპალიტეტის, ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს დისტანციურად გამოეხმაურნენ.

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, - მსგავსი წარწერებით მოსწავლეებმა კედლის გაზეთები დაამზადეს და ფერადი წინდებით ფოტოები გადაიღეს.

ამ ფორმით მოსწავლეებმა თანადგომა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ. „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203