საძელის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
24-03-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის, საძელის საჯარო სკოლამ შეძლო, დისტანციურ სწავლებაზე სწრაფად გადასულიყო.

"უკვე 1 კვირაა რაც მასწავლებლებმა შექმნეს email.mes.gov.ge კლასები teams-ში და მასწავლებლები ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს, ასევე, დავალებებს აძლევენ ამავე პროგრამაში. ამ პროგრამაში მუშაობა განაპირობა სექტემბრიდან ამ პროგრამების სწავლებამ, მასწავლებლები შეისწავლიდნენ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შემუშავებულ პროგრამებს", - წერს სკოლის წარმომადგენელი.

დისტანციური სწავლებაზე გადასვლა დირექტორმა, ხორენ ოგანესიანმა და ახალი სკოლის მოდელის ექსპერტმა ტექნოლოგიების მიმართულებით, თინათინ გოგიაშვილმა, უზრუნველყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203