გუბისწყლის საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
24-03-2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გუბისწყლის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

დეზინფექცია სკოლის ტერიტორიაზე "ჰიგიამ" ჩაატარა.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა შეწყდა. ყველა საჯარო სკოლაში კი ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203