ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ტოლის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
"ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის მითითება, რაც დაშვებული იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და რასაც დაწვრილებითი ინფორმაციის სახით გვაწვდიდა ქალაქ ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. სადეზინფექციო სამუშაო შესრულდა სრული წესების დაცვით", - წერს სკოლის წარმომადგენელი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
კორონავირუსუს პანდემიის გამო საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა შეწყვეტილია. ყველა საჯარო სკოლაში კი ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს