ტირძნისის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
24-03-2020

გორის მუნიციპალიტეტის ტირძნისის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენ  რომ სრულყოფილად მიაწოდონ ბავშვებს ინფორმაცია. დამრიგებლებმა გააკეთეს ონლაინ ჯგუფები კლასების მიხედვით, ბავშვებს ეგზავნებათ  ჩაწერილი სალექციო მასალა, ტესტები და ხმოვანი შეტყობინებები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, გაკვეთილები კი დისტანციურად მიმდინარეობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203