COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვანის N1 საჯარო სკოლაში დეზინფექცია ორჯერ ჩატარდა
24-03-2020
ვანის N1 საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ორჯერ ჩატარდა. 

პირველ ეტაპზე სამუშაოები სკოლის ტექნიკურმა პერსონალმა ჩაატარა, ხოლო განმეორებით ვანის სანეპიდ სადგურმა.

სკოლაში კარის, კიბისა და ფანჯრის სახელურების, აგრეთვე, სველი წერტილები სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. ამ პერიოდში ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203