საცხენისის საჯარო სკოლის შენობა და ინვენტარი სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა
24-03-2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საცხენისის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სრულად დასუფთავდა სკოლის შენობა და ინვენტარი.

სპეციალური ხსნარებით დამუშავდა საკლასო ოთახები, სკოლის დერეფნები და კაბინეტები.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, დეზინფექციები ტარდება, გაკვეთილები კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203