ალმატის საჯარო სკოლის შენობას და ინვენტარს დეზინფექცია ჩაუტარდა
24-03-2020

ზურაბ ტურაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის ალმატის საჯარო სკოლაში ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს თავდაპირველად კლასის ხელმძღვანელებმა, შემდეგ კი - პროფესიონალმა ჯგუფმა.

სადეზინფექციო ხსნარებით დაამუშავდა სკოლის მთელი შენობა: საკლასო ოთახები, დერეფნები და კაბინეტები. ყოველდღიურად ხდება სკოლის მთელი შენობის სველი წესით გასუფთავება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, გაკვეთილები კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203