ვირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სარეკის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
24-03-2020

როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლაში სადეზიფენქციო სამუშაოები ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლაში სრულად გაითვალისწინეს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციები. დამუშავდა სკოლის მთელი შენობა სპეციალური საზედინფექციო ხსნარით, ხოლო 72 საათის შემდეგ მთლიანად დასუფთავდა სველი წესით.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, გაკვეთილები კი დისტანციურად ტარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203