წყრუთის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
24-03-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის, წყრუთის საჯარო სკოლაში 1144კვ.მ-ზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.