პატარა პამაჯის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
24-03-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის, პატარა პამაჯის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სწავლების პროცესი ამ ეტაპზე „მესენჯერისა“ და „ვაიბერის“ გამოყენებით მიმდინარეობს, თუმცა პედაგოგები მუშაობენ, რომ სწავლება უფრო სრულფასოვანი გახდეს.

„პირველ რიგში, მინდა, მთელ საქართველოს და მსოფლიოს ჯანმრთელობა ვუსურვო და მოვუწოდო, რომ იმედი არ დაკარგონ ვირუსთან ბრძოლის დროს, რამაც გამოიწვია არეულობა ყველაფერზე და ძირითადად სასწავლო პროცესზე.

მართალია, გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ დამეთანხმებით, ეს ის არ არის რაც დაგვაკმაყოფილებს. ჯერ ერთი, ინტერნეტის ხარვეზიანი მუშაობა. მერე და მშობლებისა და ბავშვების ჩართვა ძალიან ძნელი გამოდგა ენობრივი ბარიერის გამო. ამიტომაც ვამჯობინეთ მესენჯერითა და ვაიბერით ვიმუშაოთ, რაც ცუდად არ გამოგვდის. მთავარია ბავშვები მონდომებულები არიან. მაგრამ შაბათ-კვირას წასვლა და გაკვეთილების სრულფასოვნად ჩატარებასაც ვაპირებთ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203