ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ურთიერთობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ
24-03-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ტელეფონით უკავშირდებიან და სწავლების პროცესიც ასე მიმდინარეობს. ბავშვებს არ აქვთ სათანადო ტექნიკური საშუალებები, რის გამოც დისტანციურად სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამით სწავლება შეუძლებელია.

„კორონავირუსის გამო, როგორც ყველგან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ველევის საჯარო სკოლაშიც შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. მოთხოვნისამებრ, მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც გადადიან ურთიერთობის ახალ რეჟიმზე, მაგრამ კომუნიკაციის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ  ტელეფონით, რადგან მოსწავლეებს არ აქვთ სათანადო ტექნიკური საშუალებები და არც ინტერნეტია ხელმისაწვდომი“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. გაკვეთილები კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203