„ბევრი ვიშრომე თუ ცოტა, ვეცადე, გამომეძერწა ამირან გამყრელიძე“ - თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლე
23-03-2020

თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლემ, 16 წლის ნუცა ვაშაყმაძემ ამირან გამყრელიძე გამოძერწა და თავისი ნამუშევრის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

საქართველოში შექმნილმა სიტუაციამ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ყველას უკეთესად გააცნო. ამ ადამიანმა საზოგადოებისგან დიდი სიყვარული დაიმსახურა.

ნუცა ვაშაყმაძეც ამბობს, რომ აქამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორზე ნაკლები იცოდა, ახლა კი ძალიან უყვარს და ეს სიყვარული თავისი ნაშრომით გამოხატა.

„ბევრი ვიშრომე თუ ცოტა, ვეცადე, გამომეძერწა ამირან გამყრელიძე ❤️ მე ვამგვანებ და თქვენი აზრიც მაინტერესებს“,-წერს მოსწავლე.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203