ხვანჭკარის საჯარო სკოლის ორივე შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა
23-03-2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარის საჯარო სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის ორივე სასწავლო კორპუსი და სველი წერტილები. სკოლა მზად არის სასწავლო პროცესის განახლებისთვის.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია და დეზინფექციები ტარდება. საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203