სორმონის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
23-03-2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სორმონის საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
მოსწავლეებთან დისტანციური სწავლებისათვის ისინი TEAMS-ის პროგრამას იყენებენ.
„მოსწავლეებს გაუაქტიურდათ პირადი გვერდები და აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პედაგოგები იცავენ ყველა რეკომენდაციას, რასაც გვიგზავნის რესურსცენტრი. მკაცრად არის დაცული მოსწავლეთა პირადი მონაცემები და არ ხდება მათი გამოქვეყნება სოციალური ქსელების მეშვეობით. ასევე, დამრიგებლები აქტიურად უკავშირდებიან მოსწავლეებს და მოუწოდებენ რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან ჰიგიენის ნორმები“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს