
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჭერემის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალური ხსნარებით დამუშავდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორია. დასუფთავდა სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები, კაბინეტები და სველი წერტილები.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა შეწყვეტილია და სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.