კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
23-03-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სკოლის საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, შესაბამისად, სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა, რომ სწავლის განახლების შემდეგ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო დახვდეთ ჩვენს მოსწავლეებს“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა შეწყდა. ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს