
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჩუმლაყის საჯარო სკოლის მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ონლაინ-გაკვეთილებში.
პედაგოგებმა ახალ გამოწვევას თავი გაართვეს და სწავლების აქტიურ რეჟიმზე გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა შეწყდა. პედაგოგები მოსწავლეებს დისტანციურად უკავშირდებიან და გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.