გორას საჯარო სკოლის შენობა და ინვენტარი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა
23-03-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გორას საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები შესრულდა.

სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სკოლის შიდა და გარე ტერიტორია: დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები და კაბინეტები.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში დეზინფექცია ტარდება. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შესაბამისად არდადეგები გახანგრძლივდა, მასწავლებლები კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203