
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამშვილდის საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი დისტანციური სწავლების პროცესში.
„ვიყენებთ facebook-ს, email-ს, მობილურ ტელეფონს. მოსწავლეების საკმაო რაოდენობას არ აქვს მოწყობილობები, რის გამოც ვერ ხერხდება microsoft 365 პროგრამაში ჩართვა“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სწავლა შეწყდა, მასწავლებლები კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.