ჭივჭავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე დისტანციურად აღნიშნეს
23-03-2020
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ჭივჭავის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და ხელოვნების მასწავლებელმა 21 მარტს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე დისტანციურად აღნიშნეს და ამ ფორმით სინდრომის მქონეთა მიმართ თანადგომა გამოხატეს.

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- ამ დევიზით ბავშვებმა დაამზადეს მხიარული ფერებით მორთული წინდები იმის აღსანიშნავად, რომ სამყარო ფერადია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203