დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
23-03-2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დიდი სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
მე-8 კლასის მასწავლებელმა, ლუსია ბოზოიანმა, მშობლიურ ენაში გაკვეთილი „ვაიბერის“ გამოყენებით ჩაატარა.
კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები გახანგრძლივდა. განათლების სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებს საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მიაწოდონ.