მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას აფასებენ
18-07-2017
დღეს, მასწავლებლებმა პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს. 

გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 67%-ზე მეტი გამოცხადდა. 

როგორ აფასებენ მასწავლებლები გამოცდას:

‘’ჩემთვის საკმაოდ რთული იყო პროფესიული უნარების გამოცდა, რადგან ვერ მოვასწარი თეორიის კარგად შესწავლა. ზოგადად, ეს გამოცდები ძალიან დიდ ცოდნას აძლევს მასწავლებლებს.’’

‘’ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდა იყო. ბევრ სიახლეს და ასევე, გამოცდილებას გვძენს. პროფესიული უნარების გამოცდის შემდეგ, ბავშვებთანაც კარგ შედეგებს ვაღწევთ. გამოცდაზე ძირითადად სწავლისა და განვითარების თეორიები იყო.’’

‘’ძალიან ბევრი საკითხი იყო გამოცდაზე. ძირითადად კი თეორიაზე იყო გამახვილებული ყურადღება. ძალიან ბევრი სიახლის და საინტერსოს მომცემია პროფესიული უნარების გამოცდა.’’

‘’ნამდვილად არ იყო რთული გამოცდა. ვინც იყო მომზადებული და ტრენინგებიც გაიარა, არ გაუჭირდებოდა.’’

‘’არ იყო ძალიან რთლი გამოცდა, უფრო რთულს ველოდი. იმდენად გადაღლილი ვარ, საკითხები არ მახსოვს. თეორიული და პრაქტიკული საკითხები თანაბარი რაოდენობით იყო. ბავშვთან მოქცევის წესები ისედაც ვიცით მასწავლებლმა და ეს გამოცდები ამ მხრივ დიდად არაფრის მომცემი არ არის.’’

‘’ზოგიერთი საკითხი საკმაოდ რთული იყო. ეს გამოცდები კი არაფერის მომცემი არ არის. ნამდვილად არ უნდა ვაბარებდეთ მასწავლებლები ამ გამოცდას.’’

‘’საკმაოდ საინტერესო გამოცდა იყო საშუალო სირთულის ტესტებით.’’

‘’მე ძალიან კმაყოფილი ვარ წლევანდელი გამოცდით. მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს და საგამოცდო ცენტრში ყველანაირად ხელი შემიწყვეს. რუსული ენის სპეციალისტი ვარ. ეს გამოცდები ძალიან საინტერესო უნარებს გვძენს.’’ 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203