ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინ-რეჟიმში უტარდებათ
20-03-2020

გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები ონლაინ-რეჟიმში უტარდებათ. სკოლის პედაგოგებმა მიიღეს ახალი გამოწვევა და საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლეებს დისტანციურად უკავშირდებიან.

„გავრცელებული ინფექციის, covid-19-ის გამო ზერტის საჯარო სკოლა გადავიდა ონლაინ - სწავლების რეჟიმზე, რასაც წარმატებით ახორციელებენ როგორც დაწყებითის, ისე მაღალი საფეხურის მასწავლებლები“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა შეწყდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203